ევროპოლი: „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები” ევროპაში ახალ ტერაქტებს ამზადებენ

ევროპოლის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს” „ბოევიკები” უახლოეს მომავალში ევროპაში ახალ ტერაქტებს ამზადებენ. ამის შესახებ სააგენტო “ასოშიეტედ პრესი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე დიდი საფრთხე ანტიტერორისტული კოალიციის ქვეყნებს ემუქრება.
„სადაზვერვო უწყებების ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ევროპაში რამდენიმე ათეული ადამიანის გაგზავნას გეგმავს, რომლებიც იქ ტერაქტების მოწყობას შეეცდებიან,” – აცხადებენ ევროპოლში.
ამავე უწყების ინფორმაციით, ტერორისტებმა შეიძლება დანაღმული ავტომობილები ააფეთქონ, ანუ იგივე ტაქტიკა გამოიყენონ, რომელსაც ისინი სირიასა და ერაყში მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები