21 წლის წინ სიკვდილით დასჯილი მამაკაცი ჩინეთის სასამართლომ უდანაშუალოდ ცნო

ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ 21 წლის წინ მკვლელობასა და გაუპატიურებისთვის სიკვდილით დასჯილი მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
20 წლის ნე შუბინი 1995 წელს დახვრიტეს. ის ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ქალის ცხედარი სიმინდის მინდორში მამამისმა აღმოაჩინა. ამასთანავე მკვლელობის  ადგილი და დრო,   ასევე მოტივი, ,გამოძიებამ ვერ დაადგინა. ერთადერთი მტკიცებულება ახალგაზრდა მამაკაცის აღიარებითი ჩვენებაა, რომლის კანონიერებაც სერიოზულ ეჭვებს იწვევს.
ნე შუბინის ნათესავებმა ამ საქმის გადახედვა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ჩინეთში დაკავებულმა სერიულმა მკვლელმა ქალის მკვლელობა აღიარა.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჩინეთში ყოველწლიურად მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით, თუმცა პეკინი ოფიციალურ სტატისტიკას არ ასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები