პარიზში, მადრიდში, ანეთში და მეხიკოში დიზელის ავტომობილები აიკრძალება 

ათენის, მეხიკოს, მადრიდისა და პარიზის მერები შეთანხმდნენ, რომ 2025 წლისთვის დიზელის ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებს აკრძალავენ.
გარდა ამისა, მათ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების – ელექტრომობილების, ჰიბრიდული და წყალბადზე მომუშავე მანქანების დანერგვას დაუჭირეს მხარი.
შეთანხმება მეხიკოში იყო ხელმოწერილი, სადაც მსოფლიოს ქალაქების მერების შეხვედრა მიმდინარეობს.
ბოლო დროს დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილები სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. დიზელის გამონაბოლქვის შემცველი ნაწილაკები ფილტვებში აღწევს და ის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები