თურქეთის პარლამენტმა რუსეთთან ერთად გაზსადენის მშენებლობის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა რუსეთთან ერთობლივი გაზსადენის „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობის კანონპროექტის რატიფიცირება მოახდინა. ახლა კანონს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი უნდა მოაწეროს.
შეთანხმების მიხედვით, შავი ზღვის ფსკერზე ორი მილსადენი აშენდება. თითოეული მათგანი წელიწადში 15,75 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. ერთი ხაზით გაზი თურქეთს მიეწოდება, ხოლო მეორეთი – ევროპაში მისი ტრანზიტი განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები