საფრანგეთში პოლიციამ ერთი ტონა კოკაინი ამოიღო

საფრანგეთის პოლიციამ ერთი ტონა კოკაინი ამოიღო, რომლის ფასი „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ნარკოტიკების მსხვილი პარტია საფრანგეთში კოლუმბიიდან თვითმფრინავით ჩაიტანეს.
პოლიციამ უკვე დააკავა 10 პირი, რომლებიც ნარკოტიკების გადატანასთან არიან დაკავშირებულები. მათ შორის არიან საფრანგეთის, ესპანეთის, დანიის და კოლუმბიის მოქალაქეები.
ფრანგული მედია იუწყება, რომ პოლიციამ 600 ათასი ევრო ნაღდი ფულის სახით ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები