პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. მან შესაბამის ბრძანებულებას მოაწერა ხელი. „ინტერფაქსის“ ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის ფონზე საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის ფაქტორი იზრდება. „შეიარაღების პოტენციალის გაძლიერება და მოდერნიზება, ახალი შეიარაღების სისტემების შექმნა და მათი განთავსება საბრძოლო პოზიციებზე გლობალურ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის, რომლის კონტროლს დღეს არსებული შეთანხმებები უზრუნველყოფს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფართომასშტაბიანი ომის, მათ შორის ბირთვული კონფლიქტის დაწყების ალბათობა საკმაოდ დაბალია.
ამასთან, არსებობს რეგიონული კონფლიქტების და კრიზისების ესკალაციის რისკები“. რუსეთი შეებრძოლება სამხედრო ინტერვენციებს, რომელიც სახელმწიფოების სუვერენიტეტს არღვევს. „რუსეთის ფედერაცია არ დაუშვებს სამხედრო ინტერვენციებს და ჩარევის სხვა ფორმებს, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს“, -აღნიშნულია დოკუმენტში.
„რუსეთი ნატოსთან ორმხრივ ურთიერთობებს თანაბარუფლებიანობის პრინციპის დაცვის შემთხვევაში ააწყობს. „რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას, რუსეთის საზღვართან ალიანსის ინფრასტრუქტურის მიახლოებას და რუსეთთან მოსაზღვრე რაიონებში სამხედრო აქტიურობის გაძლიერებას“, – წერია კონცეფციაში.
ნატოს ამ ქმედებებს რუსეთი აფასებს როგორც თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის დარღვევას, რაც ევროპაში ძველი გამყოფი ხაზების გაღრმავებას და ახლების გაჩენას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები