ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობამ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

ევროზონის ქვეყნებში წელს უმუშევრობის დონემ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია და 9,8% შეადგინა. ამ მაჩვენებელმა პირველად 2011 წლიდან 10%-ზე დაბლა დაიკლო.
ამასთან, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრობის დონე განხსვავებულია, გერმანიაში ის 4,1%-ს, პორტუგალიაში 10,8%-ს და საბერძნეთში 23,4 %-ს შეადგენს.
ევროზონაში უმუშევრობის მაქსიმუმი 2013 წელს დაფიქსირდა, მაშინ ის 12,1 % შეადგინა.
უმუშევრობის დონემ 2008 წლის ფინანსური კრიზისის წინა პერიოდის ნიშნულზე ჯერ ვერ დაიწია. მაშინ ის 7,2%-ს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები