მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მშობლების თვალწინ 15 ბავშვი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულში მშობლების თვალწინ 15 ბავშვი მოკლეს. ამ ბავშვების ოჯახები ქალაქიდან გაქცევას ცდილობდნენ.
მოსულს ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები უტევენ. შტურმის დროს „ბოევიკებმა“ ქალაქში სიკვდილით ასამდე ადამიანი დასაჯეს. ეს ნებისმიერი ბრძანების შეუსრულებლობის დროს ხდება.
ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, თავის მხრივ აცხადებენ, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია მოკლე დროში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები