კოლუმბიაში ავიაკატასტროფა, სავარაუდოდ, საწვავის არასაკმარისი მარაგის გამო მოხდა

კოლუმბიაში 2 დღის წინ მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელშიც 72 ადამიანი დაიღუპა, საწვავის არასაკმარისი მარაგი სახელდება. ამის შესახებ „ბი ბი სის“ კოლუმბიის ავიაციური უსაფრთხოების სამსახურში აცნობეს.
„კატასტროფის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ლაინერში საწვავი არ იყო. საერთაშორისო ნორმების მიხედვით, თვითმფრინავს დანიშნულების ადგილზე მიფრენის გარდა კიდევ 30 წუთის ფრენისთვის აუცილებელი საწვავი უნდა ჰქონდეს. ეს მარაგი ჩამოვარდნილ ავიალაინერს არ ჰქონდა“ – განაცხადა კოლუმბიის ავიაციური უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ფრედი ბონილიამ.
თვითმფრინავი კოლუმბიის ქალაქ მიდელინის მახლობლად 29 ნოემბერს ჩამოვარდა. მის ბორტზე 77 ადამიანი, მათ შორის ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „შაპაკოენსეს“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.
კატასტროფამდე ავიალაინერის ეკიპაჟმა დისპეტჩერებს ტექნიკური გაუმართაობის შესახებ აცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები