პუტინი – თუ აფხაზეთში სიტუაცია გამწვავდა, იქ ეკონომიკური პროექტები ვერ განხორციელდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა კრემლში მიიღო.
ხაჯიმბა მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით დღეს გაემგზავრა. საუბარი, ძირითადად დე ფაქტო აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას შეეხო. „ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთში საკმაოდ რთულ პოლიტიკურ მოვლენებს აქვს ადგილი. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გავა და ის სამართლებრივ ჩარჩოებს არ გაცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების გეგმის განხორციელება საკმაოდ პრობლემატური იქნება. როდესაც ადგილი აქვს შიდაპოლიტიკური რყევებს, ის გზებისთვის, სკოლებისთვის და საავადმყოფოებისთვის არავის სცალია“ აცხადებს პუტინი. პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობებს უნიკალური და ძმური უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციურმა პარტია „ამცახარამ“ რაულ ხაჯიმბას გადადგომა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ოპოზიცია ხაჯიმბას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და საზოგადოების გახლეჩაში ადანაშაულებს.
ხაჯიმბამ პუტინს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები