პუტინი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, ეს „თანასწორობის საფუძველს” უნდა ემყარებოდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთიც და აშშ-ც საერთაშორისო სტაბილურობაზე თანაბრად არიან პასუხისმგებელნი.
„აიცილებელია ურთიერთობების ნორმალიზება და მათი განვითარება თანაბარ და ურთიერთსასარგებლო საფუძველზე“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობები „დეგრადაციის ხანას განიცდის“, მაგრამ „ეს მოსკოვის ბრალი არ არის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები