65 წელს მიღწეული პირები სამსახურიდან აღარ გათავისუფლდებიან – რა ცვლილებები შედის კანონში, ინტერვიუ ეკა ქარდავასთან

საქართველოში, 2017 წლის, 1 იანვრიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონი ამოქმედდება. ახალი კანონი საქართველოში ახალი ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს, რაც საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვას გულისხმობს. რა შეიცვალება საჯარო სამსახურში და რა მექანიზმებით განხორციელდება საჯარო მოხელის დანიშვნა სახელმწიფო უწყებებში, ამაზე „კვირას“ საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა ესაუბრა.

კონკრეტულად რა ცვლილებებია მოსალოდნელი კანონში?15300757_1314304038592086_1899521515_n
2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ არის სრულიად ახალი კანონი, რომელიც ძირეულად ცვლის საჯარო სამსახურის სისტემას. საჯარო სამსახური ხდება ერთიანი, რომელიც იქნება კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებული. მკაფიოდ იმიჯნება პოლიტიკური და ადმინისტრაციული ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურად ნეიტრალური, მიუკერძოებელი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეიცვალა სამსახურში მიღების წესი, კერძოდ, კონკურსის გავლამდე, შემოდის სერტიფიცირების გავლის ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვისაც სურს საჯარო სამსახურში დასაქმება აუცილებელია ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი. თუ, მოქმედი კანონით საჯარო სამსახურში დასაქმება შეეძლო საქართველოს მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, ახალმა კანონმა შეამცირა ასაკი და 18 წლის მოქალაქეს მისცა უფლება, მიიღოს სერტიფიკატი და დასაქმდეს საჯარო დაწესებულებაში. მოხდა რანგირების ახალი სისტემის შემოღება, რომელზეც უნდა დაშენდეს ანაზღაურების სამართლიანი და უნიფიცირებული სისტემა. მკაფიოდ გაიწერა საკვალიფიკაციო მოთხოვნები თითოეული რანგის თანამდებობისათვის, ჩაეყარა საფუძველი მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის დანერგვას და მისი შედეგების შესაბამისად მოხელეთა პროფესიულ განვითარებას. შეიქმნა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია/შერწყმისა და მოხელეთა მობილობის წესები, ასევე დისციპლინური წარმოების წესები.

კონკრეტულად ვის შეეხება აღნიშნული ცვლილებები?15327577_1314306151925208_1864080712_n
კანონის ცვლილებები შეეხება ყველა იმ პირს, რომელიც დღეს დასაქმებულია სახელმწიფო ორგანოების (პარლამენტი, მთავრობა, სამინისტრო, სასამართლო, პრეზიდენტი) აპარატში/ადმინისტრაციაში, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების (უმაღლესი საბჭო, მთავრობა) აპარატებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში), რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში, პრემიერისა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს აპარატებში, სახელწიფო აუდიტის სამსახურის, სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატებში, პრემიერისა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს აპარატებში, ცესკოსა და უსკოს ადმინისტრაციაში, ასევე, ის საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებში სამსახურიც ჩაითვლება საჯარო სამსახურად.

რომელ უწყებას და კონკრეტულად რომელ ხელმძღვანელ პირებს არ შეეხებათ ახალი კანონი?

„საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი არ შეეხება პრეზიდენტს, მთავრობის წევრს, პარლამენტის წევრს, მოსამართლეს, პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს, საქართველოს სახალხო დამცველსა და მის მოადგილეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და მის მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მინისტრების სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრს, საქართველოს პრეზიდენტი15300670_1314303891925434_865359967_nსა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნებსა და მათ მოადგილეებს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს- საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, გარდა მისი გამგეობის აპარატის მომსახურისა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს.

რატომ გახდა საჭირო, 20 წლის წინათ მიღებული კანონში ცვლილებების შეტანა?15300559_1314335758588914_890447087_n
ახალი კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე დაფუძნებული საჯარო სამსახური, რომლის საშუალებასაც, სამწუხაროდ, დღეს მოქმედი კანონი არ გვაძლევს. მოქმედი კანონი, რომელიც 20 წლის წინ იქნა მიღებული არის არასისტემური და ფრაგმენტული. კანონის დღეს მოქმედი ნორმები ბუნდოვანი და ორაზროვანია, რაც იძლევა კანონის ნორმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისა და პრაქტიკაში სხვადასხვაგვარად გამოყენების საშუალებას. მოქმედ კანონში დღემდე 100-ზე მეტი ცვლილება და დამატება არის შესული და თითოეული მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციას აწესრიგებს, კანონს აკლია სისტემურობა, რაც ძირითადად გახდა სრულიად ახალი კანონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ახალი კანონის თანახმად, 65 წელს მიღწეული პირები საპენსიო ასაკის გამო, სამსახურიდან აღარ გათავისუფლდებიან. ხოლო დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებასთან ერთად ანაზღაურებაც გაიზრდება – 600 ლარიდან 1000 ლარამდე (ზედა ზღვარი). გარდა ამისა, დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ საჯარო სამსახურის არამარტო შტატიანი, არამედ უშტატო თანამშრომლებიც. კიდევ რა დადებითი მხარე აქვს ახალ კანონს?
დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა ნამდვილად გაიზარდა და გაუტოლდა შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ხანგრძლივობას. რაც შეეხება კანონის დამატებით დადებით მხარეს, ვფიქრობთ, რომ ახალი კანონი მეტად პროგრესულ ნორმებს შეიცავს, მათ შორის არის პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის დამკვიდრება, რაც იმას გულისხმობს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე იქნება ბიუროკრატიული აპარატის ძირითადი ბირთვი, რომელიც მუდმივად იქნება დასაქმებული, მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა მაქსიმალურად იქნება დაცული პოლიტიკური ზეგავლენისგან, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის სტაბილურობას. ახალი კანონით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს და წაახალისოს პროფესიულ მოხელეთა პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა. მკაცრად გაწერა მოხელეთა უფლება/მოვალეობები და მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები. 1საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია და შტატების შემცირება არ იქნება უპირობოდ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, იზრუნოს შტატების შემცირების შედეგად გათავისუფლებულ მოხელეზე და მოიძიოს მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა მთლიანად საჯარო სამსახურის სისტემაში, ხოლო შესაბამისი ვაკანტური პოზიციის არარსებობის შემთხვევაში კი ჩარიცხოს რეზერვში და დახურულ კონკურსებში მონაწილეობის უფლების მიცემით, მისცეს სისტემაში დაბრუნების შესაძლებლობა. მკაფიოდ გაიწერა მოხელეთა უფლებები და მოვალეობები. შემოდის მოხელეთა უფლებების დაცვის უფრო მყარი გარანტიები. მნიშნელოვანია ასევე აღვნიშნოთ, რომ დეტალურად მოწესრიგდა დისციპლინური წარმოების წესი, დისციპლინური გადაცდომებისა და პასუხისმგებლობის ზომების დეფინიცია. რაც კიდევ უფრო აგვარიდებს თავიდან დამსაქმებლის მხრიდან სუბიექტურ გადაწყვეტილებებს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ფინანსური გარანტიების კუთხით, მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი კანონით მკაფიოდ გაიწერა დანამატის გაცემის წესი, ასევე წახალისების ფორმების, მათ შორის ფულადი ჯილდოს მიღების წესი.

კანონპროექტის მიხედვით, მოხელის გამოსაცდელი ვადა განისაზღვრა 12 თვით, ეს ვადა დარჩა თუ არა უცვლელად? როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს ვადა 3 თვით იყო განსაზღვრული?
ახალი კანონით, მოხელის გამოსაცდელი ვადა განისაზღვრება 12 თვით. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიული საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება უვადოდ და მისი სამსახურიდან გათავისუფლება რთულდება, აუცილებელია საჯარო სამსახურში მიღების პროცედურები იყოს კომპლექსური, იმისათვის რომ საფუძვლიანად მოხდეს პირის თანამდებობისთვის შესაფერისობის დადგენა, როგორც კომპეტენციების, ისე უნარ-ჩვევების შეფასების გზით.

კანონი ასევე ითვალისწინებს, მოხელეთა პროფესიონალიზმის წახალისებასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ცვლილება? და დღემდე არსებული კანონით საჯარო მოხელის წახალისება რა ფორმით ხდებოდა?
ახალი კანონის შესაბამისად, მოხელის წახალისების ფორმები იქნება : ა) მადლობის გამოცხადება, ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა და გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა, ხოლო დღეს მოქმედი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოხელის წახალისების ფორმად განსაზღვრავს : ა) მადლობის გამოცხადებას, ბ) ერთდროულ ფულად ჯილდოს, გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვებას და დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის განსხვავებით მოქმედი კანონისგან, ახალი კანონი მოხელის წახალისებას უკავშირებს, მხოლოდ მოხელის შეფასების შედეგებს, რომელიც განხორციელდება წელიწადში ერთხელ და სამართლებრივი შედეგიც მოჰყვება წელიწადში ერთხელ. წახალისების ხოლო რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, ეს სიახლეა ახალ კანონში და გულისხმობს საჯარო მოხელის უფრო მეტ შანსს განვითარდეს საჯარო სამსახურის შიგნით, ამისთვის ახალ კანონს შემოაქვს დახურული კონკურსები მთლიანად საჯარო სამსახურის მასშტაბით, აღნიშნული წარმოადგენს მოხელისათვის დაბალი თანამდებობიდან მაღალი რანგის თანამდებობაზე გადანაცვლების შესაძლებლობის მიცემას. დახურულ კონკურსებში მონაწილეობით, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრებისა და ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებას.

ახალი კანონი რა გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეების მიმართ?
ახალი კანონით, საჯარო სამსახური იქნება ერთიანი, აღარ იარსებებს დაყოფა სახელმწიფო სამსახურად და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურად, შესაბამისად ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეც ისეთივე პროფესიული სჯარო მოხელე იქნება, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოში დასაქმებული მოხელე და მასზე გავრცელდება ყველა ის სიკეთე და გარანტიები, რომელიც არის გათვალისწინებული ახალი კანონით.

როგორ განისაზღვრება ხელფასებისა და პრემიების გაცემის წესი?
ახალი კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ განსაზღვრავს, რომ მოხელეთა ანაზღაურების საკითხი უნდა მოწესრიგდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ კანონის შესაბამისად, რომელიც უნდა გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს და თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების ახალი კანონი არ იცნობს პრემიის ცნებას, შესაბამისად ის არ იქნება შრომითი გასამრჯელოს შემადგენელი ნაწილი. კანონით გათვალისწინებულია ფულადი ჯილდოს გაცემა – როგორც წახალისების ერთ-ერთი ფორმა და ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები