ნიუ იორკში მამაკაცმა საინკასაციო მანქანიდან 1,5 მილიონის ღირებულების ოქრო მოიპარა (ვიდეო)

ნიუ-იორკში საინკასაციო მანქანიდან მამაკაცმა 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარა.
ქურდობა უსაფრთხოების ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ ტრიალებს ის საინკასაციო ავტომობილთან, რომელსაც უკანა კარი აქვს გახსნილი. შემდეგ ის გახსნილ კარებს უახლოვდება, იღებს 30 კილოგრამის წონის ოქროს და მიდის.
მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ინკასატორები, რომლებმაც ძვირადღირებული ტვირთი უყურადღებოდ დატოვეს, დააკავეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები