პუტინმა და ერდოღანმა სირიაში არსებული მდგომარეობა განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სირიაში არსებული მდგომარეობა ტელეფონით განიხილეს. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
„გაგრძელდა აზრთა გაცვლა სირიასთან დაკავშირებით, მათ შორისაა ალეპოში არსებული სიტუაცია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს ქალაქ ადანაში ბავშვთა საერთო საცხოვრებელში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა. სატელეფონო საუბარი ერდოღანის ინიციატივით შედგა.
ცნობისთვის, ერდოღანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ოპერაცია ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად დაიწყეს. ამის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ანკარისგან ერდოღანის ამ სიტყვების ახსნა მოითხოვა.
დღესვე, თურქეთის ქალაქ ალანიაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს. საუბარი აქაც ეხება სირიაში და ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები