უკრაინამ შავი ზღვის აკვატორიაში სარაკეტო წვრთნები დაიწყო

უკრაინის სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის აკვატორიაში სარაკეტო წვრთნები დაიწყო.  ამის შესახებ “ბი ბი სის“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კრიჟანოვსკიმ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საუბარია საშუალო სიშორის საზენიტო რაკეტებზე, ანი S-300-ზე. მისივე თქმით, წვრთნები საერთაშორისო ნორმების მიხედვით მიმდინარეობს. წვრთნები ყირიმიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მიმდინარეობს, რაც რუსეთის აღშფოთებას იწვევს. მოსკოვმა კიევს პროტესტი უკვე გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები