ამერიკაში ხანძარს 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკაში, ტენესის შტატში, გაჩენილ ხანძარს და ტორნადოს 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი ეროვნულ პარკ “გრეთ სმოუქი მაუნთენსში” გაჩნდა. მის გავრცელებას ქარმა შეუწყო ხელი.
მაშველებმა ამ დროისთვის შვიდი ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ სამის გადარჩენა მოხერხდა.
ცეცხლის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს. მხოლოდ ქალაქ გატლინბერგიდან 14 ათასი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. მათი ნაწილი სახლში ვერ ბრუნდება.
კიდევ ორი ადამიანი შეეწირა ამავე შტატში ტორნადოს. სტიქია ტენესის აღმოსავლეთს დაატყდა თავს. ცეცხლისა და უამინდობის გამო, დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი. მეტეოროლოგები ტენესის შტატში უახლოეს დღეებში უხვ ნალექს ვარაუდობენ, რაც შეიძლება მეწყერის მიზეზი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები