სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტს – „ეს ზღაპრები ბებიათქვენს მოუყევით“ (ვიდეო)

უკრაინელი ჟურნალისტის მხრიდან დასმულ კითხვას, რომელიც კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აქტივისტების დაფინანსებას ეხებოდა, სააკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.
ჟურნალისტის თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც აქტივისტები ამბობენ, რომ მათ არ იციან, თუ რატომ ჩავიდნენ რეგიონებიდან სააკაშვილის მიტინგზე. ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მის მიტინგებზე ხალხი ფულის სანაცვლოდ არ დადის და თუ ვინმე ამას აკეთებს, ესენი არიან მხოლოდ “კახპები”, რომლებსაც პოროშენკოსთან დაახლოებული პირები აფინანსებენ.
„ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს. თქვენ სისულელეს ამბობთ. ამბობთ, რომ ადამიანებმა არ იციან, რატომ ჩამოვიდნენ აქციაზე? პროვოკაციები ბებიათქვენს მოუწყვეთ. თქვენ დაფინანსებული ტიპი ხართ, რომელიც ჩამოიყვანეს ზღაპრების მოსაყოლად. ეს ყველა “კახპა” პოროშენკოს გარემოცვიდან არის”, – აცხადებს სააკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები