რუსეთის ეკონომიკის ახალ მინისტრად მაქსიმ ორეშკინი დაინიშნა

რუსეთის ეკონომიკური განვითარების ახალ მინისტრად ფინანსთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ორეშკინი დაინიშნა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 15 ნოემბერს გახდა ვაკანტური, როდესაც ყოფილი მინისტრი, ალექსეი ულიუკაევი ქრთამის აღებისთვის დააკავეს. იმ დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა ულიუკაევი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მაქსიმ ორეშკინი რუსეთის ისტორიაში ყველაზე ახლგაზრდა მინისტრია – ის 34 წლისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები