ანგელა მერკელი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე თურქეთთან მოლაპარაკების გაგრძელების წინააღმდეგია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხზე ანკარასთან მოლაპარაკების გაგრძელების წინააღმდეგია. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.
მერკელმა ევროპარლამენტის მიერ ნოემბრის ბოლოს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში ევროპარლამენტი ანკარასთან მოლაპარაკების შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა, ვინაიდან თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებს. როგორც ამ საკითხის კომენტირებისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. თუმცა თურქეთს, ერდოღანის თქმით, სხვა ალტერნატივებიც აქვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები