ერდოღანი – თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიაში ასადის დასამხობად შევიდნენ

თურქეთმა სირიაში სახმელეთო ოპერაცია ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ სიმპოზიუმზე განაცხადა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა დიდხანს იცდიდა, მაგრამ იძულებული იყო სირიაში „სირიის თავისუფალ ჯართან“ ერთად საბრძოლო ოპერაციებში ჩართულიყო.  ამასთანავე თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ მის ქვეყანას სირიის მიწაზე არანაირი პრეტენზია არა აქვს.
„ბაშარ ასადმა ქვეყანაში სახელმწიფო ტერორი გამოაცხადა. ჩვენ იქ სწორედ იმისთვის შევედით, რომ ტირან ასადის რეჟიმს ბოლო მოვუღოთ“ – განაცხადა ერდოღანმა.
თურქმა სამხედროებმა სირიაში ოპერაცია „ევფრატეს ფარი“ მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყეს. მათ ქალაქი ჯერაბლუსი აიღეს და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით შეტევას განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები