ნუგზარ წიკლაური პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე კენჭისყრის გამართვის წინააღმდეგია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე კენჭისყრის გამართვის წინააღმდეგია და არ გამორიცხავს, რომ ყრილობას პარტიის წევრთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადოს.
როგორც ჟურნალისტებს წიკლაურმა განუცხადა, პრაქტიკულად, ყველა რეგიონული ორგანიზაცია მხარს უჭერს მიხელ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ყრილობის ვარიანტს.
„ხელისუფლების მთავარი ამოცანა სააკაშვილის გამიჯვნა იყო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან. ეს არ გამოუვიდა და სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი თანამებრძოლების ხელით მოახერხებს ამას.
თუ ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთ მხარეს იქნება მთელი პარტიული ორგანიზაცია და მეორე მხარეს პოლიტსაბჭოს წევრთა ჯგუფი, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება პარტიაზე. იმ შემთხვევაში თუ ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილება მიიღება, ძნელია სასიკეთო მოვლენების განვითარების პროგნოზირება, არ არის გამორიცხული ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყრილობასაც”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები