“გატარებული რეფორმების შედეგად, მთელ რეგიონში საქართველო გამოირჩევა საუკეთესო ბიზნესგარემოთი”

“გატარებული რეფორმების შედეგად, მთელ რეგიონში საქართველო გამოირჩევა საუკეთესო ბიზნესგარემოთი”, – ამის შესახებ ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ასოცირების განხორციელების ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელი სრულად გახდეს ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის.
ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის პოზიტიური გავლენა ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდაზე. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 16% შეადგინა. დოკუმენტის მიხედვით, გატარებული რეფორმების შედეგად, მთელ რეგიონში საქართველო გამოირჩევა საუკეთესო ბიზნესგარემოთი, რომელიც რეგიონში არსებული არასახარბიელო ფონის მიუხედავად, განაგრძობს გაუმჯობესებას.
„საქართველოში, ძირითადად, შენარჩუნებულ იქნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა და დადებითი ზრდაც კი დაფიქსირდა (+2,8% 2015 წელს)“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები