გიორგი კვირიკაშვილი: ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მზადდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტი, რომლის მიხედვითაც ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება.
აღნიშნულის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ეროვნულ ბანკთან ერთად ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება. ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.