კიევში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით აქცია იმართება

უკრაინაში, კიევში ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მიტინგი იმართება.
აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობს, თანამოაზრეებს უკვე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოსთხოვა და ამ მოთხოვნით მთელ უკრაინაში ხალხის მობილიზების დაწყების შესახებ განაცხადა.
“დადგა დრო გავარღვიოთ ეს წრე, ხმამაღლა ვუთხრათ ამ დანაშაულებრივ ჯგუფს, ამიერიდან უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ამიერიდან უკრაინელი ხალხის წინაშე იქნება მთავრობა ანგარიშვალდებული და არა ოლიგარქების წინაშე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ამიერიდან უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს, ვინ წარმოგვადგენს ჩვენ უმაღლეს რადაში.
“აწი ისინი უნდა ელოდონ ცუდ ამბებს. მათთვის ცუდი ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც მე უკრაინის პოლიტიკაში მოვედი”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მან მხარდამჭერებს წარუდგინა გეგმა, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს.
15209202_547409242131930_1975294531_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები