თბილისში ორი ახალი სკვერი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, გლდანის მე-2 მ/რ-ში ორი ახალი სკვერი გახსნა.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, სკვერების გახსნას პარლამენტისა და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და გულია გოცირიძე დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში, სკვერებში დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საბავშვო და სავარჯიშო ზონები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, დაიდგა სკამები და დეკორატიული სანაგვე ურნები; მოეწყო ბეტონის ბორდიურები და ლითონის დეკორატიული ღობე. გარდა სკვერებისა, თბილისის მერი გლდანში ახლად მოწყობილ სამ ახალ სპორტულ მოედანზე ჩატარებულ სამუშაოებსაც გაეცნო. დავით ნარმანია მოსახლეობასაც შეხვდა და მათ რაიონში დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ესაუბრა. „გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონებში დავასრულეთ სკვერების კეთილმოწყობა და გავაკეთეთ ბავშვთა სათამაშო მოედნები. დღეს ვიბარებთ ყველა შესრულებულ სამუშაოს და ვესაუბრებით მოსახლეობას სამომავლო საჭიროებების შესახებ, რათა ის, რაც კიდევ გვინდა გავაკეთოთ, მომდევნო წლის პროგრამებში იყოს გათვალისწინებული,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონში სულ 11 ახალი სკვერი და 24 სპორტული მოედანი გაკეთდა.
15203390_1510395928977002_33712240831285761_n 15193418_1510395922310336_6918014321128645991_n 15181611_1510395812310347_1876446895135715373_n 15135924_1510395815643680_5916676885886784572_n 15178044_1510395882310340_5464944150857273298_n 15178076_1510395822310346_6282341594086270073_n 15267979_1510396058976989_7114890977519358884_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები