სააკაშვილმა უკრაინის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ნარკოტესტი ჩააბარა

უკრაინული ტელეკომპანია „112 უკრაინას“ ეთერში ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ნარკოტესტი ჩააბარა. ის მერე მოხალისე გახდა, რომელიც ამ პროცედურად დათანხმდა.
„მე მგონი თუ უმაღლესი რადის წევრებს შევამოწმებთ, ალბათ ვადამდელ არჩევნებს ვერ ავცდებით“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილამდე ნარკოტესტი უკრაინელმა დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ და კიდევ რამდენიმე ცნობილმა პოლიტიკოსმა ჩააბარა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის უმაღლეს რადაში კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის მიხედვით სახელმწიფო მოხელეებისთვის ნარკო- და ალკოტესტი, ასევე ფსიქიატრიული გამოკვლევა სავალდებულო გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები