დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა გიორგი კანდელაკს ლექსით მიმართა (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი კანდელაკს ლექსით მიმართა. როგორც დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, გიორგი კანდელაკის გუშინდელი საქციელი სამარცხვინო იყო.
”არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინ, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კანდელაკის მოქმედებას. ჩემი შთაბეჭდილება მინდა, გამოვხატო. მძიმე არ მინდა, იყოს ჩემი მხრიდან დამოკიდებულება იმის მიმართ, როგორც იგი იქცეოდა, როგორც იგი მოქმედებდა. ამიტომ, დიდი პოეტის, გალაკტიონის სიტყვებით შემიძლია ვუთხრა: „გაღატაკებულ პროზას, თუ გამოვაკლებთ ოზას, და მივუმატებთ უწუნს, მივიღებთ… გიორგი კანდელაკის გუშინდელ სამარცხვინო მოქმედებას”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.
გიორგი კანდელაკმა 25 ნოემბერს გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ ის ნომინალური პრემიერია, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ელჩები ბიძინა ივანიშვილთან ამჯობინებენ ურთიერთობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები