უკრაინის მიერ ყირიმის მახლობლად სამხედრო წვრთნების ჩატარებას რუსეთი აპროტესტებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის პროტესტი გამოუცხადა იმის გამო, რომ კიევმა ყირიმის მახლობლად სამხედრო წვრთნების ჩატარების გამო შავი ზღვის აკვატორიის ნაწილზე ფრენისთვის დახურული ზონა გამოაცხადა. შესაბამისი პროტესტი რუსეთში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს გადაეცა. ამის შესახებ „ლენტა.რუ“ იუწყება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 1 და 2 დეკემბერს შავი ზღვაში ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად სამხედრო სარაკეტო სროლების ჩატარებაა დაგეგმილი.
როსავიაციის“ წარმომადგენელმა სერგეი იზვოლსკიმ განაცხადა, რომ წვრთნების დროს ყირიმის თავზე ფრენების შეზღუდვა არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები