“გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დისკუსია კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოაქცია”

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დისკუსია კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოაქცია.
“მართლაც ინტენსიური სამუშაო დღე იყო. ოპოზიცია ცდილობდა, თავისი როლი შეესრულებინა, თუმცა ხშირად ესდისკუსია კონსტრუქციული გარემოდან გამოდიოდა და ერთგვარად კორექტულობის ზღვარსაც სცილდებოდა. პრემიერისდიდი დამსახურებაა, რომ მან მოახერხა სამთავრობო გეგმის არამარტო სრულყოფილი წარდგენა, არამედ ამ დისკუსიის შენარჩუნება კონსტრუქციულ ჩარჩოებში”, – განაცხადა სერგეენკომ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპების, ეროვნული ვალუტისგაუფასურების და ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავის გამო გააკრიტიკეს.
მთავრობის დამტკიცების პროცესის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად, დღეს საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები