გიგი გეგიაძე ვახტანგ მახარობლიშვილმა შეცვალა

საგარეო საქმეთა სამინისტრის მოადგილედ ვახტანგ მახარობლიშვილი ინიშნება – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მახარობლიშვილმა ამ თანამდებობაზე გიგი გიგიაძე შეცვალა, რომელიც დანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

უწყების ინფორმაციით, მახარობლიშვილი 1999 წლიდან მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2000 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტში. 2002-2004 წლებში ამავე დეპარტამენტში იყო სამმართველოს უფროსი. 2004 წლიდან 2005 წლამდე იყო ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2005-2009 წლებში იყო ბრიუსელში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი. 2009-2011 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 2011-2012 საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. 2012-2016 წლებში ნიუ-იორკში გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 2013 წელს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი. დამთავრებული აქვს მაგისტრატურა დიპლომატიაში (მალტა)და მაგისტრატურა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში (ნიდერლანდები).

ვახტანგ მახარობლიშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები