ბათუმში, საცხოვრებელ სახლში, სადაც მცირეწლოვნები იმყოფებოდნენ, ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში 9 ადამიანი, მათ შორის, 5 მცირეწლოვანი იმყოფებოდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები