მიხეილ ყაველაშვილმა, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, 613 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა – ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

შესაბამისი ინფორმაცია ყაველაშვილის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.

გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები