თეა წულუკიანი ოთარ კახიძეს: მესმის, რომ არ მოგწონვართ და ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია

“მესმის, რომ არ მოგწონვართ და ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, ოთარ კახიძის მისამართით განაცხადა.
პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს წინა ხელისუფლების დროს დაკავებული თანამდებობა შეახსენა.
„მაშინ ალბათ კომფორტში იყავით და მესმის, რომ თქვენ არ მოგწონვართ. ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია.
სხვათა შორის, სისხლის სამართლის რეფორმა მიგყავდათ თქვენ და მახსოვს, რომ ადვოკატები, ვერც კი მოგიახლოვდებოდნენ, რომ კანონპროექტზე კითხვა დაესვათ და სისხლის სამართლის ვითომ რეფორმა მიგყავდათ. მესმის, რომ ის სხვა დრო იყო და კომფორტში იყავით და ახლა რაღაცები არ მოგწონთ, მაგრამ ვერ დაგეხმარებით იმ დიდ მჭმუნვარებაში, რომელშიც ხართ მეოთხე წელია“,-განაცხადა წულუკიანმა ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები