თამარ უგულავა: ჯანდაცვაზე დანახარჯი სოფლად გაცილებით დიდია , ვიდრე ქალაქში

“შინა მეურნეობების დანახარჯი ჯანდაცვასთან დაკავშირებით არის გაზრდილი, ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა მოთხოვნა მედიკამენტებზე და ექიმთან ვიზიტზე”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტმა, თამარ უგულავამ განაცხადა.
თამარ უგულავა სტატისტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სოფლად ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის მაჩვენებელი, ქალაქის მაჩვენებელთან შედარებით, 30% -ით მეტია.
„ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის ტენდენციის ზრდა სოფლად მეტია, დაახლოებით 51 %, ხოლო ქალაქში ეს მაჩვენებელი არის 16%.
არის ორი ძირითადი კომპონენტი, რამაც ხარჯის ზრდა განაპირობა, ერთია მედიკამენტების შესყიდვის და მეორე ექიმთან მისვლის ვიზიტის დანახარჯი, რაც ნიშნავს,რომ სოფლებში გაიზარდა ამ ორ საკითხზე მოთხოვნა.
შესაბამისად, იზრდება თანხის დანახარჯი, ამიტომ არის პროგრამები, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას მთლიანად აფინანსებს, ოღონდ სიღარიბის ზღვარს პირას მყოფი ოჯახებისთვის.
ჩვენ გამოვდივართ რეკომენდაციებით, რომ გაიზარდოს მსგავსი პროგრამების მასშტაბები, რომლებიც მიმართული იქნება უფრო მიზნობრივად“, – განაცხადა თამარ უგულავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები