ჩინეთში მშენებარე ელექტროსადგურის ჩამონგრევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

დღეს, დილის 07.00 საათზე, ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგურის ჩამოინგრა, რის შედეგადაც დაახლოებით 40 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს გამაგრილებელ კოშკში აღმართული დროებითი კონსტრუქციები ჩამოინგრა.
სამაშველო სამსახურები მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ. კონსტრუქციის ჩამონგრევის დროს ადგილზე 68 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციაში 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის 200-მდე სამხედრო. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია უპილოტო აპარატები და ძაღლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები