ვახტანგ კაპანაძე მუშაობას ნატოში გააგრძელებს
გენშტაბიდან წასვლის შედეგ, ვახტანგ კაპანაძე მუშაობას ნატო-ში გააგრძელებს. ვახტანგ კაპანაძემ, ჟურნალისტებთან მისი ნატო-ში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
ვახტანგ კაპანაძეს გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვადა ხვალ ეწურება. კაპანაძეს გენშტაბის უფროსის პოსტზე ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის.