ინდონეზიის მხარე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა

ინდონეზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ალექსიძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრთან იასონა ლაოლისთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ინდონეზიასა და საქართველოს შორის უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.

ზურაბ ალექსიძემ იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს გააცნო აღნიშნულ სფეროში საქართველოში განხორციელებული რეფორმები და გადასცა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული საინფორმაციო მასალები; ამასთან, აცნობა ქართული მხარის მზადყოფნის შესახებ, რომ უმასპინძლოს ინდონეზიის შესაბამის დელეგაციას, მინისტრის იასონა ლაოლის ხელმძღვანელობით.

ინდონეზიის მხარემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და სტუმრობის სურვილი გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები