ანა დოლიძე გენდერულ საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს მელანი ვერვეერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გენდერულ საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს მელანი ვერვეერს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი საქართველოში გენდერული მიმართულებით არსებულ ვითარებას, პროგრესსა და გამოწვევებს შეეხო.
ანა დოლიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში გენდერული მიმართულებით პოზიტიური ნიშნებია. საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტი ქალია წარმოდგენილი, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევად ქალების მონაწილეობა ქვედა დონეებზე – თვითმმართველობებში.
მხარეებმა იმსჯელეს ასევე, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები