კრიზისების მართვის საბჭოში ანალიტიკური სასწავლო კურსი ტარდება

სახელმწიფო უსაფრთოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს კოორდინაციით ანალიტიკური სასწავლო კურსი გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ორგანიზებით, ასევე საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით საქართველოში ტარდება ანალიტიკის სასწავლო კურსი რომელშიც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები არიან ჩართულები.
ტრენინგები სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნულ სიტუაციურ ცენტრში 21 ნოემბერს დაიწყო და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა: „მსგავსი ტრენინგები საშუალებას მოგვცემს გავიზიაროთ ანალიტიკური მუშაობის თანამედროვე გამოცდილება ასევე ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის კოორდინირებულ მუშაობას, მით უფრო რომ კურსს უძღვება ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, როგორიც ჯოან ტიდემანია, იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და უწყებებში ანალიტიკის მიმართულებით, მათ შორის კრიმინალთან ბრძოლის ნაციონალურ სააგენტოში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები