ნიკა გვარამია დახმარებას ითხოვს – ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი 2“

“ჩვენ არ დავიხევთ უკან, არ გადავხედავთ ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას და მუდმივად კრიტიკულები ვიქნებით“, – ამის შესახებ განცხადება „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის განხილვასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, დღეს იმ ადამიანების ბედი წყდება, ვინც ტელეკომპანიის საქმეს განიხილავს.
„ჩვენ არასდროს არ შევცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას. დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში თუ რუსთავი 2 იქნება დღეს. ჩვენ არ დავიხევთ უკან, არ გადავხედავთ ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას და მუდმივად კრიტიკულები ვიქნებით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენი არჩევანია. მედიის საქმე არის კრიტიკა და არა ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა.
ყველა აქ მდგომის აზრით ასე ჯობია ქვეყნისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამ შენობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ იმის, რასაც აკეთებენ, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას, როგორც შეუძლიათ. ჩვენ მოვუწოდებთ „რუსთავი 2“-ის ტელემაყურებელს, ჩვენს მხარდამჭერებს და არა მხოლოდ მათ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა,
“დაიცავით „რუსთავი 2“ . თქვენ გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. ყველა გზით, რომელიც ნებადართულია კანონით, თავისუფლების დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება დაიცვათ საკუთარი ქვეყნის და ბავშვების მომავალი. გამოდით აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი 2“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები