დავით ნარმანია: ბიუჯეტთან დაკავშირებით უმცირესობის შენიშვნების დიდი ნაწილი არალოგიკურია

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ბიუჯეტთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ გამოთქმული შენიშვნების დიდი ნაწილი არალოგიკურია. აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
”ვნახე პარასკევს გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები სხვადასხვა კომისიების სხდომებზე. უმცირესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების დიდი ნაწილი აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას, როგორც ფინანსურ, ასევე სხვა სახის ლოგიკას. ამდენად, ამ საკითხზე მეც ძალიან ფართოდ ვისაუბრებ, როცა ბიუჯეტის ბოლო ვარიანტს მივიტან და წარვადგენ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები