ლალი მოროშკინა: მოსკოვიდან ვხედავ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება

„მოსკოვიდან ვხედავ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება!“ – აცხადებს მოსკოვში სტუმრად მყოფი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ჟურნალისტი მოსკოვში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, პატრიარქის მოსკოვში ვიზიტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მისი უწმინდესობის ყველა ადრინდელ ვიზიტთან შედარებით.
„რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად. ჩვენი მთავრობა აქამდე თავს უფლებას არ აძლევდა, ეს ნაბიჯი გადაედგა,რადგან პარლამენტი სავსე იყო ნაციონალებით და ხელისუფლება შიშობდა, რომ ამას მოჰყვებოდა „კრემლის აგენტისა“ თუ „რუსეთუმეობის“ იარლიყების მიწებება.თუ რომელიმე ქართველს ენა მოუტრიალდება და პატრიარქზე იტყვის, რომ უწმინდესი “კრემლის აგენტია“, მაშინ ყველაფერზე ზედმეტია ლაპარაკი და გასაგებია საითკენაც მივექანებით,“ – აცხადებს ლალი მოროშკინა.
ამასთანავე, ლალი მოროშკინა გამოცემასთან იმ დღეს იხსენებს, როდესაც ქართველები რუსეთიდან გამოყარეს, რაშიც, მისი თქმით, ისევ და ისევ სააკაშვილს მიუძღვის ბრალი.
მოროშკინას თქმით, ამჟამად რუსეთში ქართველების მიმართ დამოკიდებულება პოზიტურად არის შეცვლილი.
„დღეს ათეულათასობით ქართველი, მუშაობის უფლების გარეშე, ფაქტობრივად უსაბუთოდ საქმიანობს,ოჯახებს არჩენს და ამაზე რუსეთის ხელისუფლება ხმას არ იღებს,“-ამბობს ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები