ნორა კვიციანი სააკაშვილის ღალატზე საუბრობს: “მიშა რუსეთის კაცია”

„მიშა რუსეთის კაცია – ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში, ყოფილ პოლიტპატიმარ ნორა კვიციანთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ყოფილი პოლიტმატიმარი – ნორა კვიციანი ინტერვიუში წარსულს იხსენებს და მიხეილ სააკაშვილის ღალატზე საუბრობს. იგი კონკრეტულად რუსეთის მიერ კოდორის ხეობის ხელში ჩაგდების ფაქტს იხსენებს.
„კოდორის ხეობას არ ვთმობდით. გაუსაძლის პირობებში რამდენიმე წელიწადი ვინარჩუნებდით ტერიტორიას. ხან ტერაქტს გვიწყობდნენ, ხან გაეროს წარმომადგენელს გაიტაცებდნენ და შემდეგ ჩვენ გვაბრალებდნენ. ბოლოს ვერაფრით რომ ვერ შეგვაშინეს, ჯარი შემოგვისიეს და პირად შურისძიებაზე გადავიდნენ. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა-ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ გასცა ბრძანება, – ემზარ კვიციანისა და ბაჩო არღვლიანის ნასახლარიც არ უნდა იყოსო! მე ჩემმა სიმართლემ გადამარჩინა, ციხეში 6 წელი და 4 თვე გავატარე. დღეს ჩემს საქმეზე სამართალი რომ დადგა, ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა! მისი ბრძანება და პროკურატურის მონდომება რომ არ ყოფილიყო, დღეს ეს საქმე ისევ ჰაერში იქნებოდა გამოკიდებული,“ – იხსენებს ნორა კვიციანი.
მისივე თქმით, სააკაშვილმა რუსეთის ჯარს თავისი ხელით გადასცა კოდორის ხეობის ტერიტორია.
„ნაციონალების პოლიტიკაა, თითქოს რუსების წინააღმდეგი არიან, სინამდვილეში ყველაფერი მათ გადასცეს! მიხეილ სააკაშვილი ხალხის დასანახად ებრძოდა რუსეთს, თორემ რეალურად მათი საქმე გააკეთა. მეცოდება ეს სატანა-არც წარსული აქვს არც აწმყო და არც მომავალი! მისთვის გარეთ ამხელა ტვირთით სიარული ასჯერ უფრო დიდი სასჯელია,“ – აცხადებს ნონა კვიციანი „ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები