გიორგი ბარათაშვილი თანამდებობას ოფიციალურად დღეს დატოვებს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობას ოფიციალურად დღეს დატოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ბარათაშვილმა „კვირასთან“ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
ბარათაშვილმა „კვირას“ მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ინფორმაცია არ გაუმხილა, თუმცა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე შემოთავაზება აქვს. მისივე თქმით, მომავალი სამსახურის შესახებ მედიისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
”უკვე დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ. ორშაბათს ვაპირებ ამ თემასთან დაკავშირებით ბორდთან დალაპარაკებას. რატომ გადავწყვიტე მაინცდამაინც ახლა, ამას აგიხსნით.
აქამდე თანამდებობიდან წასვლა ჩემთვის უხერხული იყო, ქვეყანაში არჩევნები იყო და ტელევიზიას ვერ მივატოვებდი. ახალი წელი მოდის და ტელევიზია ახალ ბიუჯეტს ადგენს, მიმაჩნია, რომ ახლა სწორედ ის დროა, რომ დირექტორის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდე“, – აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა.
გიორგი ბარათაშვილის თქმით, თანამდებობიდან წასვლა მან საკუთარი სურვილით გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები