ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქს შეხვდა

მოსკოვში ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქს, კირილეს შეხვდა.
შეხვედრა წმინდა დანიელის მონასტერში გაიმართა. ამის შესახებ ტელეკომპანია ‘მირ-24“ იუწყება.

„თუ დიპლომატები და პოლიტიკოსები გონებით მოქმედებენ, ბიზნესმენები კი – საფულისა და კუჭის, ეკლესიები გულებით მოქმედებენ. ადამიანების გულების კავშირების გარეშე ქვეყნებსა და ადამიანებს შორის კარგი კავშირები შეუძლებელია“, – განაცხადა შეხვედრაზე რუსეთის პატრიარქმა.
თავის მხრივ, ილია მეორემ აღნიშნა, რომ ეკლესიებმა მაგალითი უნდა მისცენ პოლიტიკოსებს, თუ როგორ უნდა დაამყარონ ურთიერთობები.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის, კირილეს დაბადების 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები