გიორგი კვირიკაშვილი გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი რეჟისორის, გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

გიზო ჟორდანიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარების საქმეში. მისი სპექტაკლები ათწლეულების განმავლობაში არ ჩამოსულა თეატრის სცენიდან.

გიზო ჟორდანიამ არაერთი ხელოვანი აღუზარდა ქართულ სცენასა და კინოს. სამწუხაროდ, ქართულმა თეატრალურმა სამყარომ დაკარგა არაჩვეულებრივი პედაგოგი, დიდი რეჟისორი და პიროვნება“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები