,,მაშინ ,როდესაც,,სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, შეიქმნას ალტერნატიული მოდელი“

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ ოპოზიციის მიერ კომპანია ,,სითი პარკთან’’ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

საკრებულოს წევრმა ოპონენტ კოლეგებს აღნიშნული კომპანიის გაუქმების შემთხვევაში ალტერნატიული პროექტის წარმოდგენა მოსთხოვა.

იმ შემთხვევაში კი, თუ მათი პროექტი ,,სითი პარკის“ მოდელის მსგავსი იქნება, იგი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.

ნუგზარ მალაღურაძის მოსაზრებით, საჭიროა, შეიქმნას პარკირების მოდელი, რომელიც ,,სითი პარკის“ არარსებობის შემთხვევაში , დედაქალაქში ამ კუთხით განვითარებულ პრობლემებს მოაგვარებს. მანვე აღნიშნულ კომპანიასთან წინა ხელისუფლების დროს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გაუქმება ხელისუფლებას 25 მილიონი ლარი უჯდება.

,,მაშინ ,როდესაც,,სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, შეიქმნას ალტერნატიული მოდელი, რომელიც დედაქალაქში რეალურად მოაწესრიგებს, როგორც პარკინგისა და საცობების, ასევე ეკოლოგიურ პრობლემას. პირველ რიგში, აუცილებელია მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, რომლის პროცესიც უკვე დაწყებულია და ოთხ წლიან სტრატეგიას მოიცავს. ხელისუფლების და მათ შორის მუნიციპალიტეტის ამოცანაა, მოქალაქე „A“ წერტილიდან „B“ წერტილში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს. რაც შეეხება პარკინგის თემას, მიმაჩნია, რომ ევროპული დიდი ქალაქების მსგავსად აუცილებელია, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდეს, რაც ბიუჯეტშიც აისახება. იმისათვის კი, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას, მათთვის ხელისუფლების მხრიდან ალტერნატივის შეთავაზება უნდა მოხდეს, რომლის თანახმად, მძღოლებს პარკირების ვადისა და გადახდის ფორმის არჩევის საშუალება მიეცემათ’’,-აღნიშნა ნუგზარ მალაღურაძემ და დასძინა , რომ ასეთი პრაქტიკა ევროპის ყველა დიდ ქალაქშია მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები