უკრაინის გენპროკურორი მიხეილ სააკაშვილის ქართული მხარისთვის შესაძლო გადაცემას უარყოფს

უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცეს,უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უარყოფს

შესაბამის ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„ეს არ არის სიმართლე. უკრაინა თავის მოქალაქეებს არ გადასცემს“, – განაცხადა იური ლუცენკომ კიევში, გამართულ პრესკონფერენციაზე.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსთვის ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაცემის საკითხი განიხილება. საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულმა წყარომ აცნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას ვერ ჩამოართმევენ, ამიტომ ამჟამად საქართველოს მოთხოვნით მისი გადაცემის საკითხის შესაძლებლობა განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები