გია ვოლსკი პრეზიდენტის გამოსვლაზე: მეტი პოზიტიური აქცენტის დასმაც შეიძლებოდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მეტი პოზიტიური აქცენტის დასმაც შეიძლებოდა.
ვოლსკის თქმით, ყველა საკითხი, რომელზეც პრეზიდენტის გამოსვლაში იყო აქცენტი დასმული, ღრმად გაანალიზდება.
„როცა სახელმწიფო ასეთ რთულ ვითარებაში, პატარა რესურსების მქონე ქვეყანა, ასე ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას და საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მაღალ შეფასებას ეკონომიკურ პოლიტიკურ და სხვა საკითხებში, ამის ფონზე, რასაკვირველია, მეტ პოზიტივზე საუბარი შესაძლებელია, მაგრამ არაუშავს. არ არის ეს მოთხოვნა და თვითმიზანი.
ყველა საკითხი, რომელზეც პრეზიდენტის გამოსვლაში იქნა აქცენტი დასმული, ღრმად გაანალიზდება და გვექნება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები