„როსკომნადზორი“ ამოწმებს საიტებს, რომლებზეც ბავშვების პერსონალური მონაცემები გამოქვეყნდა

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური „როსკომნადზორი“ ამოწმებს საიტებს, სადაც იმ ბავშვების პერსონალური მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლებმაც თოვლის ბაბუას წერილი მიწერეს. საუბარია ბავშვების სახელზე, გვარზე, მისამართსა და ტელეფონზე.
„საუბარია 55 საიტზე, სადაც ბავშვების პერსონალური მონაცემები ღიად არის გამოქვეყნებული მათი მშობლების ნებართვის გარეშე“ – აცხადებენ „როსკომნადზორში“.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, საიტების ნაწილი რუსეთში, ნაწილი კი პანამაში, აშშ-სა და ავსტრალიაშია რეგისტრირებული.
უწყება ამჟამად შესაბამის ზომებს ამზადებს, რომლებიც საიტების და მათი მფლობელების წინააღმდეგ იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები